Friday 11 November 2011

1.პროექტის სახელწოდება:–დავიცვათ სისუფთავე.
2,პროექტის მთავარი იდეა:ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს სისუფთავისა და წესრიგის უნარ–ჩვევა.
3.პროექტის აქტუალობა:   xxi       საუკუნეში ძალიან აქტუალური თემაა გარემოს დაცვა,რომ
ერთ–ერთი მტკივნეული საკითხია გარემოს დაბინძურება,რა დანაგვიანებული გარემო
საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება.
4.პროექტის მიზანი:1.ბავშვები შეარჩევენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას,რომელსაც
ესაჭიროება დასუფთავება.
2.წინასწარ შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას.
3.ფოტოების გადაღება დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ.
4.ისეთი პლაკატების გავრცელება,რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს გარემოს გაფრთხილებისაკენ.
5.წარუდგენენ შესრულებული სამუშაოს შედეგებს  ფოტო და მასალის სახით სკოლის დირექციას.
5.მოსწავლეთა ასაკი:7–8
6.ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:1.ბავშვებს განუვითარდებათ სისუფთავისა და წესრიგის უნარ–ჩვევა, ისწავლიან რომ არ შეიძლება
ნაგვის დაყრა ისეთ ადგილას სადაც არ არის სანაგვე ურნა.
2.გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევა.
3,გამოიმუშავებენ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.
4.შეეცდებიან მომავალში აღარ დაბინძურონ გარემო.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი,კომპიუტერი,ფოტო და ვიდეო კამერა,დასუფთავებისათვის საჭირო რესურსები,ფინანსური მხარდაჭერა სკოლის დირექციისაგან.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი     აქტივობები)1.გამოწვევის მიზნით მოსწავლეები ნახავენ პროგრამა youtubeფილმს,რომელშიც ასახული იქნება დაბინძურებული გარემო.
2.ბავშვები ერთმანეთს გაუზიარებენ ფილმისაგან მიღებულ შთაბეჭდილებებს და ბუნებრივია თავადაც გაუჩნდებათ სურვილი დაიცვან ბუნება.
10.საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული
ენა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ვ.ცოტაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:v.cotadze11@gmail.com.
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:vcotadzeblogspot.com.